საგაზაფხულო მიღება

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" აცხადებს 2025 წლის საგაზაფხულო მიღებას ქობულეთისა და ხულოს ფილიალში

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ – ახალი შესაძლებლობები!

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კოლეჯ „ახალი ტალღას“ მიანიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება!

მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გთხოვთ მოგვიტევოთ უნებლიე და ტექნიკური შეცდომები, ვებ-გვერდი მალე სრულად გაეშვება

თქვენი წარმატება - ჩვენი მისიაა

სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ მისიაა პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებით და თავსებადობით, მრავალპროფილური პროფესიული განათლებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მიწოდებით. სოციალური ინკლუზიით, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა.

თქვენი წარმატება - ჩვენი მისიაა

სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხედვაა მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრები. მუდმივი განვითარების გზით იყოს ლიდერი მრავალფეროვანი პროგრამებისა და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე კერძო, საჯარო და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.

თქვენი წარმატება - ჩვენი მისიაა

დაწესებულების ღირებულებებია: გუნდური სულისკვეთება, მიზანსწრაფვა, ინოვაცია. გუნდური სულისკვეთება – მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს, როგორც ერთიანმა, შეკრულმა და უკომპრომისო გუნდმა. მიზანსწრაფვა – ვიყოთ პროაქტიურები, შედეგზე ორიენტირებულები და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ინოვაცია – ვიაზროვნოთ არაორდინალურად, ვეცადოთ გავაუმჯობესოთ არსებული და წარვადგინოთ სიახლეები.

მისალმება

გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

კოლეჯი „ახალი ტალღა“, 2012 წელს შეიქმნა, ამავე მისამართზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე. სულ ჩვენი სასწავლებელი არსებობს 1963 წლიდან.

ჩვენ, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების მთავარ კრიტერიუმად, ჩვენი კურსდამთავრებულების პიროვნულ და პროფესიულ წარმატებებს მივიჩნევთ და ვამაყობთ ამით ...

ვრცლად

ივენთ კალენდარი

About
News

ქართულ-ესტონური პროექტი

2025 წლის 3 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა” გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ესტონეთის რესპუბლიკის ქ. ვალგას სახელმწიფო სასწავლო სკოლის სპეციალობა - ავტოდიაგნოსტიკის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული მასწავლებელი

News

გრილ-ფესტივალი ესტონეთში, ქ.ვალგაში

2025 წლის 10 მაისს ესტონეთში ქ.ვალგაში გრილ-ფესტივალი გაიმართა, სადაც ყოველ წელს ტრადიციულად სხვადასვა ქვეყნების პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა” მონაწილეობს

News

საერთაშორისო გამოფენაში - “EBIT 2025”

2025 წლის 9 მაისიდან სამი დღის განმავლობაში სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა” აქტიურად მონაწილეობს ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში - “EBIT 2025”

გამოხმაურება

რას ამბობენ სტუდენტები ჩვენს შესახებ

Testimonial

"ახალ ტალღა"-ში ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა საფუძვლიანად შეისწავლოს მისთვის სასურველი პროფესია.

გოგა შავიშვილი
კომპიუტერული ქსელები და სისტემები
Testimonial

მე და ჩემს ყველა თანაკურსელს გვაქვს შესაძლებლობა განვვითარდეთ და გავიზარდოთ პროფესიონალად.

ნინო ცინაძე
საოფისე საქმე
Testimonial

კოლეჯში დავეუფლე პროფესიას, გავიცანი ადამიანები, დავამყარე კავშირები. მე ამ მიზნით მოვედი აქ.

არჩილ ვერულიძე
ვებ ინტერფეისის დეველოპმენტი
Testimonial

ძალიან კარგი საშუალებაა ნებისმიერი ასაკის სტუდენტისთვის შეისწავლოს პროფესია და გამოიყენოს ცხოვრებაში.

გიორგი ურიადმყოფელი
კერძების მომზადების ტექნოლოგია
Testimonial

კოლეჯში სწავლა გადავწყვიტე კოლეჯის გამოცდილების და მასწავლებლების პროფესიონალიზმის გამო.

ლინდა მენაღარიშვილი
სასტუმრო საქმე