
2026-11-16
სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღაშა" პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგ-მოდული - "პროფესიულ სტუდენტებთან, კოლეგებსა და დამსაქმებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიები".
ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეფექტური კომუნიკაციის თანამედროვე სტრატეგიების შესახებ, ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში და იმუშავეს პროფესიულ გარემოში ეფექტიანი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პროფესიულ მასწავლებლებს დაეხმარება სტუდენტებთან, კოლეგებსა და დამსაქმებლებთან უფრო ეფექტური და შედეგიანი კომუნიკაციის დამყარებაში.
"ახალი ტალღა" - ცოდნა, განვითარება და პროფესიული წარმატება!
გალერეა