
ბათუმში, სოფლის ტურიზმის ფესტივალის - "განდაგანას" მრავალფეროვან პროგრამას შეუერთდა კოლეჯი "ახალი ტალღა", რომელმაც სტუმრებს აჭარული კულინარიული ტრადიციების გაცოცხლებული, გემრიელი და პრაქტიკული გამოცდილება შესთავაზა.
ჩვენი კულინარიის პროგრამის პროფესიულმა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ფესტივალის სტუმრებისთვის განსაკუთრებული მასტერკლასი გამართეს, სადაც აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძები - ჩაფლამა, ტოლმა და ჩირბული მოამზადეს.
მასტერკლასის მონაწილეები თავადაც ჩაერთნენ კერძების მომზადების პროცესში, გაეცნენ აჭარული კულინარიის ტრადიციებს და ჩვენი სტუდენტებისა და პროფესიული მასწავლებლების ხელმძღვანელობით გემრიელი კერძების მომზადების გამოცდილება მიიღეს.
შემოდგომის ფერები, აჭარული ტრადიციები და პროფესიული განათლება - ყველაფერი ერთ ფესტივალზე!
გალერეა