
2026-11-19
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებისთვის ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი ტრენინგი ტოლერანტობის თემაზე.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობდა განსხვავებულობის მიღებას, ურთიერთპატივისცემას, თანასწორობასა და ერთმანეთის მოსაზრებების დაფასებას.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და აქტივობების საშუალებით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განამტკიცეს.
ერთმანეთის პატივისცემა, თანასწორობა და განსხვავებულობის მიღება — საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
გალერეა